Monday, June 28, 2010


დიდი ხანია არაფერი დამიწერია და რატომღაც მომინდა რამე მეთქვა. აქ იმიტომ არ ვწერ რომ სადმე ლაპარაკს მიშლიან,ამას ვერასოდეს,ვერავინ, ვერსად ვერ შეძლებს ეს ზუსტად ვიცი,უბრალოდ მგონია რომ აქ დაწერილს, მოფიქრებულს და გამოქვეყნებულს სულ სხვა ეფექტი აქვს .....ნუ ჩემთვის მაინც...
ზაფხული მოვიდა და ვფიქრობ, როგორ დავგეგმო ჩემი დასვენების დღეები. მინდა იყოს რაღაც ახალი, რადგან სრულიად მზად ვარ სიახლეებისთვის. ვფიქრობ ნელ-თბილი გაწონასწორებული მდგომარეობა ცოტა მომბეზრდა და რაღაც, პირობითად, “სისულელების” კეთების განწყობაზე ვარ.
პირველი “სისულელე” რასაც ჩავიდენ პასპორტის აღებაა, რადგან ჯერაც არ მაქვს აღებული და იდეაში 10 დღეში თურქეთში მივდივარ. მომდევნო “სისულელე” რასაც გავაკეთებ, დავრეკავ ყველა ადამიანთან, რომელსაც აქვს პოტენციალი “შემთხვევით” აღმოჩნდეს თურქეთში. მომდევნო “სისულელეები კი დამოკიდებულია წინა სისულელების განვითრებაზე. მაგრამ ვხვდები, რომ არც ისეთი სულელი ვარ, რომ სისულელებით დაწყებული ურთიერთობების გაგრძელების მჯეროდეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უაზრობები მხოლოდ დროის გაყვანის საშუალებაა და მეტი არაფერი.
არ მინდა ეს ზაფხული მალე გავიდეს, არც ძველი ურთიერთობების გახსენება მინდა, რადგან მათი უმეტესობა ან არ მახსოვს ან რაღაც აღარ ვთვლი, რომ რამეს შეცვლას აქვს აზრი. ზოგადად ვეთანხხმები იმ გაცვეთილ ფრაზას რომ “ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ უნდა შევიდე ”. ადამიანები, რომლებიც ამ ურთიერთობებში ფიგურირებდნენ უბრალოდ აღარ მაინტერესებს.
ხშირად მიფიქრია კითხვაზე: შენი რომელი თვისება მოგწონს ???
მე ჩემი თვისებების დიდად კმაყოფილი არ ვარ,(უკეთესებიც არსებობენ ნამდვილად ვიცი) მაგრამ ერთი რაც მაქვს ის არის, რომ ვერსოდეს შევძლებ ვიტანჯო რაღაც “სისულელეზე” რადგან რატომღაც სულ ისე ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ ნებისმიერ მოვლენას, რომელიც ცუდად შეიძლება დასრულდეს გაგრძელებად, მოყვება ურთიერთობების გადახალისება და ამ ყველაფრის განცდასაც ვერ ვასწრებ, რომ რაღაც სხვა იწყება. ახალი შემოთავაზებებით, ახალი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებით და რაც ყველაზე მთავარია ახალი გრძნობებით, თუმცა იმ წარსულშიც არის რაღაც, რასაც სულ ვადარებ აწმყოსა და მომავალს.
უკვე 23 წლის ვარ, მალე 24 ის გვხდები და ჯერაც ვერ ვისწალე ”სისულელების” კეთება. 