Wednesday, September 8, 2010


სანამ რამე ახალს დავწერ ხოლმე ჯერ ყოველთვის ძველ დაპოსტილ მასალას ვკითხულობ, მართლა ვიხალისე ჩემს გეგმებზე და ”სისულელებზე”, რომელიც მართლა დაგეგმილი მქონდა მაგრამ აშკარად ერთი სისულელეც ვერ ჩავიდინე და ვერც თბილისიდან წასვლა მოვახერხე, ოჯახში უსიამოვნო შემთხვევითობის გამო, რომელიც ღვთის სასწაულად იქცა და მართლაც უფლის წყალობით, მშვიდობიანად დასრულდა... ნუ პასპორტიც არ მაქვს დღემდე ...
რაც შეეხება ურთიერთობების დაწყება-დამთვრება,ს განცდებს და მერე გამოჩენილ ახალ შესაძლებლობებს და სიახლეებს, ეს ისევ ძველებურად აქტუალურია ჩემს ცხოვრებაში....ივნისის ბოლოს მართლა მეგონა ყველაფერი დასრულდა, ფანტაზიაც აღარ მყოფნიდა, როგორ შევცვლიდი რამეს, თუმცა სიახლეებმა ამ შემთხვევაშიც არ დააყოვნა და იყო ძალინ მაგარი ახალი შემოთავაზება ახალი სამსახურის შესახებ.
თითქოს ”წაუზღაპრებს”, მაგრამ მართლა არ მჯეროდა, რომ გავდიოდი გასაუბრებებს და როგორ ამირჩიეს ბევრ კონკურსანტს შორის. ეხლა მართლა ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და დასამტკიცებელი-სხვებისთვის - (მე ხომ ისედაც ვიცი ვინ ვარ და რა შემიძლია)
პარალელურად ხდება ასევე სხვამხრივ სიახლეები, პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ რამდენჯერაც ადამიანურ ურთიერთობებში ცოტა მოვიცადე მნიშვნელოვნად განსხვაებული შედეგი მივიღე.. . ვფიქრობ ისეთი ადამინისთვის როგორიც მე ვარ, ბევრს არაფერს ნიშნავს უკვე, რომ ”ისინი” როდესღაც სადღც თუნდაც გულის სიღრმეში , მაგრამ ძირითადად პირად საუბრებში,მაინც აღიარებენ, რომ სისულელე გააკეთეს როცა ჩათვალეს, რომ შეეძლოთ უშენოდაც ყოფილიყვნენ.
...ეს ბევრჯერ იყო და აღარ არის ჩემთვის საინტერესო... ეხლა მაინტერესებს რატომ შედის ურთიერთობა ჩიხში.... რატომ ვერ ვთმობ ხოლმე კამათის დროს და სულ რატომ ვბლატაოოობ და ვტიპოოოოობ .... 

Monday, June 28, 2010


დიდი ხანია არაფერი დამიწერია და რატომღაც მომინდა რამე მეთქვა. აქ იმიტომ არ ვწერ რომ სადმე ლაპარაკს მიშლიან,ამას ვერასოდეს,ვერავინ, ვერსად ვერ შეძლებს ეს ზუსტად ვიცი,უბრალოდ მგონია რომ აქ დაწერილს, მოფიქრებულს და გამოქვეყნებულს სულ სხვა ეფექტი აქვს .....ნუ ჩემთვის მაინც...
ზაფხული მოვიდა და ვფიქრობ, როგორ დავგეგმო ჩემი დასვენების დღეები. მინდა იყოს რაღაც ახალი, რადგან სრულიად მზად ვარ სიახლეებისთვის. ვფიქრობ ნელ-თბილი გაწონასწორებული მდგომარეობა ცოტა მომბეზრდა და რაღაც, პირობითად, “სისულელების” კეთების განწყობაზე ვარ.
პირველი “სისულელე” რასაც ჩავიდენ პასპორტის აღებაა, რადგან ჯერაც არ მაქვს აღებული და იდეაში 10 დღეში თურქეთში მივდივარ. მომდევნო “სისულელე” რასაც გავაკეთებ, დავრეკავ ყველა ადამიანთან, რომელსაც აქვს პოტენციალი “შემთხვევით” აღმოჩნდეს თურქეთში. მომდევნო “სისულელეები კი დამოკიდებულია წინა სისულელების განვითრებაზე. მაგრამ ვხვდები, რომ არც ისეთი სულელი ვარ, რომ სისულელებით დაწყებული ურთიერთობების გაგრძელების მჯეროდეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უაზრობები მხოლოდ დროის გაყვანის საშუალებაა და მეტი არაფერი.
არ მინდა ეს ზაფხული მალე გავიდეს, არც ძველი ურთიერთობების გახსენება მინდა, რადგან მათი უმეტესობა ან არ მახსოვს ან რაღაც აღარ ვთვლი, რომ რამეს შეცვლას აქვს აზრი. ზოგადად ვეთანხხმები იმ გაცვეთილ ფრაზას რომ “ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ უნდა შევიდე ”. ადამიანები, რომლებიც ამ ურთიერთობებში ფიგურირებდნენ უბრალოდ აღარ მაინტერესებს.
ხშირად მიფიქრია კითხვაზე: შენი რომელი თვისება მოგწონს ???
მე ჩემი თვისებების დიდად კმაყოფილი არ ვარ,(უკეთესებიც არსებობენ ნამდვილად ვიცი) მაგრამ ერთი რაც მაქვს ის არის, რომ ვერსოდეს შევძლებ ვიტანჯო რაღაც “სისულელეზე” რადგან რატომღაც სულ ისე ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ ნებისმიერ მოვლენას, რომელიც ცუდად შეიძლება დასრულდეს გაგრძელებად, მოყვება ურთიერთობების გადახალისება და ამ ყველაფრის განცდასაც ვერ ვასწრებ, რომ რაღაც სხვა იწყება. ახალი შემოთავაზებებით, ახალი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებით და რაც ყველაზე მთავარია ახალი გრძნობებით, თუმცა იმ წარსულშიც არის რაღაც, რასაც სულ ვადარებ აწმყოსა და მომავალს.
უკვე 23 წლის ვარ, მალე 24 ის გვხდები და ჯერაც ვერ ვისწალე ”სისულელების” კეთება. 

Thursday, May 20, 2010


ნებისმიერი მსურველი, რომელსაც სურს თავის პროდუქტი ან სერვისი შესახებ ფართო აუდიტრიას ამცნოს იყენებს ინტერნეტ რეკლამას. სარეკლამო განცხედები წარმოდგენს ინფორმაციას, რომელიც მოკლედ აღწერს პროდუქტს ან სერვისს,მის საკონტაქტო პირის სახელს და საკონტაქტო ნომერს. ყიდვა გაყიდვის ეს ფორმა უკვე დიდი ხანია წარმატებით მუშაობს და მსგავსი განცხადებები სარეკლამო სააგენტოებისა და ბეჭდური მედიისათვის საკმაოდ სერიოზულ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
1995 წელს ქრეიგ ნიუმარკმა ეს იდეა საკუთარ სურვილებს დაუკავშირა, ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მან შექმნა საიტი, craigslist.com-ი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეეძლო საკუთარი განცხადება სრულიად უფასოდ განეთავსებინა. თავდაპირველად ნიუმარკმა საქმიანობა საკმაოდ ვიწრო არეალში დაიწყო მის მომხმარებლებს შეადგენდა იმეილის ლისტში მყოფი მისი მეგობრების ჩამონათვალი. მოგვიანებით ის მხოლოდ სანფრანცისკოს მოსახლეობას ემსახურებოდა, ხოლო ოფისი სადაც მისი 28 თანამშრომელი მუშაობდა ნიუმარკის საცხოვრებელი სახლი იყო . თავდაპირველად ნიუმარკს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ მალე მისი საიტი მსოფლიო საიტებს შორის 37-ე ადგილას იქნებოდა და მსოფლიო საიტებს შორის და მას ყოველ თვიურად 49 მილიონი ადამიანი ესტუმრებოდა .
ეს იყო წარმატება, რომელიც, რომელსაც ნიუმარკმა დაუღალავი შორომით მიაღწია საიტი მუდმივად იყო მრავალფეროვანი განცხადებებით განახლებული, საინტერესო და მიმზიდველი ამერიკელი მომხმარებლისათვის. პარადოქსია, მაგრამ უამრავი შეთავაზების მიუხედავად, რომ ამ საიტზე სარეკლამო ადგილი გაყიდულიყო, ნიუმარკი იუმორით პასუხობდა, რომ ის თანხა, რომელსაც ამ სიტით შედიოდა მასთან იყო სრულიად საკმარისი მისთვის და ეს შემოსავალი სულაც არ იყო კოლოსალური.

Google.com-ის საძიებო სისტემა - ეს არის გზა ინტერნეტში დაუსრულებელი შესაძლებლობებისაკენ. ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც სურს მოიძიოს სასურველი ინფორმაცია მიმართავს სწორედ ამ საძიებო სისტემას.
ეს უნიკალური იდეა საჭირო დროს, საჭირო ადგილას, ძალიან იღბლიან ადამინებს მოუვიდათ, რომელბმაც ის რეალობად აქციეს, მიუხედავად იმისა რომ, მათ ყველა ეჭვის თვალით უყურებდა.
1996 წელს ორმა სტუდენტმა, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინიმ ამ იდეის განხორციელებისათვის საჭირო თანხის მოსაპოვებლად უამრავ ადამიანს მიმართეს, მათ შორის იყო ენდი ბეჩტოლშეი, რომელმაც ისინი 100 000 დოლარით დააფინანსა. იდეამ გაამართლა და მალე ეს ადამიანები მსოფლიოში ყველაზე მდიდრები და ცნობილები გახდნენ. მათ ეს დიდება დაიმსახურეს, რადგან მათ მიერ შექმნილმა საძიებო სისტემამ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გაუადვილა ინფორმაციის მოძიების გზები.
დღეს გუგლი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული საძიებო სისტემა მთელ მსოფლიოში. მისი ფუნქციები მუდმივად დროსთან ადეკვატური, განახლებადი და განვითარებადია. გუგლის თავდაპირველი ვერსია ინგლისურ ენოვანი იყო. დღეს ეს სისტემა ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე.
გუგლი დღეს წარმოადგენს ძლეიერ, ცნობად, სანდო და პრესტიჟულ ბრენდს, რომელიც ყველა ჩვენთაგანის საიმედო პარტნიორია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

Thursday, March 18, 2010


და ასე შემდეგ...

რა მოხდა ვინ იცის ?
ყველაფერი დამთავრდაო ვერ იტყვი, რადგან არაფერიც არ ხდებოდა...
ვის აინტერესებდა შენი შესაძლებლობები?..
იდეა თავიდანვე უაზრო იყო, მაგრამ...ადრენალინი იგრდძნობოდა ...
გაჩნდა ნდობა-უნდობლობა...
ღირებულების არჩევა გახდა საჭირო...
მერე უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა და არც დაიხია...
თუმცა დაკარგა ...
მაგრამ ისედაც დაკარგავდა...
თუმცა ამ ფორმით არ გეგმავდა...
გამოცდა იქ ჩაატარა სადაც არ იყო საჭირო...
ვერ აპატია ის რაც არც იყო საპატიებელი ...
არ იცნობდა , იმიტომ რომ არ გაეცნო...
ეწყინა ბევრი რამ მაგრამ არ გაბუტულა,რადგან ურთიერთობას უფრთხილდებოდა...
რატომ ???არ იცოდა!!!
სჭირდებოდა ის ?რისთვის თორემ კიდევ გასაგები იქნებოდა...:)
ღიმილმაც აღარ გაჭრა ...
ელოდებოდა და რა მიიღო?.. არც გაახსენდა...:)
დაივიწყეს???ნუთუ შესაძლებელია??? არც კი სჯერა...:)
რას ნიშნავს ”ცოტა ხანი”? ალბათ დიდ დროს...
ვისთვის არის მნიშვნელოვანი ეს?
მხოლოდ შენთვის.

შენ ელოდები იმას...
ის ელოდება სხვას...
შენ ვინ გელოდება ?
...არავინ!!!...ყოველ შემთხვევაში ”ის” არა:)

აი პასუხი, როგორც უნდა მოიქცე.
გააგრძელე ცხოვრება მის გარეშე!...

Wednesday, March 17, 2010


დღეს საქართველოში ბლოგები საკმაოდ პოპულარულია თუმცა მათ შესახებ 5 წლის წინ იშვიათი გამონაკლისები თუ საუბრობდნენ. ინტერესი საქართველოში ძირითადად პოლიტიკურ-კულტურულ ბლოგებზე უფრო დიდია, ვიდრე შემეცნებითზე. ამდენად ნეტში იმ საკითხებზე დაპოსტვა, რომელიც აქტიურია უფრო პოპულარულია ვიდრე სხვა მივიწყებულ თემეზე.
ბლოგოსფეროში აქტიურია ის ასაკობრივი სეგმენტი, რომელიც კომპიუტერული და ინტერნეტ განვითრების პარალელურად დაიბადა და გაიზარდა. ქართული ბლოგოსფერო გნვითარების სტადიაში არის და ნელ-ნელა ახდენს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.პირველი ბლოგი 1999 წელს შეიქმნა,თუმცა მას შემდეგ განვითარდა და თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. პოპულარული გახდა ცნობილი ადამიანების ბლოგების წარმოება, რაც მათ პიარ აქტივობებს უფრო ცნობილს და ხელმისაწვდომს ხდიდა დაინტერესებული ადამიანებისათვის. შესაბამისად მსგავსი ტიპის ბლოგებს ყველაზე დიდი რაოდენობით მკითხველი ჰყავს.
ბლოგის შესახებ მე პირველად 3 წლის წინ გავიგე,თუმცა იმდენად რთულად მომეჩვენა, მეგონა ვერსაოდეს შევძლებდი მსგავსი ბლოგის გახსნას და ინტერნეტში თემების დაპოსტვას. 3 წლის წინ საქართველოში ბლოგებისა და ბლოგერების არც დიდი არჩევანი იყო და არც ამდენი პოპულარობით სარგებლობდა,როგორც დღეს. მეც ჩემი სუბიექტური აზრი მქონდა, რომ ადამინები, რომლებიც ბლოგებზე პოსტავდნენ მხოლოდ პირად თემებზე წერდნენ და ამაში საინტერესოს ვერაფერს ვხედავდი.მოგვიანებით კი მოხდა ისე რომ,როგორც სოციალურმა საიტებმა, კომუნიკაციის ამ ფორმამაც შეიძინა მომხმარებელი საქართველოში და მეც მათ შორის.
მიუხედავდ იმისა, რომ პოპულარულ სოციალურ ქსელზე, facebook.com-ზეც შესაძლებელია ბლოგის მსგავსად ფოტო და აუდიო მასალების ატვირთვა, ასევე ლინკების განთავსება ბლოგოსფეროს უფრო სხვა სპეციფიკა აქვს.ზოგადად ბლოგს დღიურის ფორმა შეიძლება ჰქონდეს ,ის უფრო დინამიურია და მუდმივად განახლებადი სიახლეების კუთხით.
ქართული ბლოგოსფეროს მომხმარებელი დღითიდღე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ამ ფორმის მსგავსი ტემპით განვითარების შემთხვევაში მალე საქართველოში ბლოგერები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადამიანები გახდებიან.

თბილისი ევროპის იმ ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სასმელი წყლის ონკანიდან დალევა ბავშვებისთვისაც ნებადართულია.ეს ნიშნავს, რომ სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ითვალისწინებს წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში კონტროლს. ლაბორატორია, სადაც თბილისის ონკანებში მომავალი წყლის ხარისხი მოწმდება, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. შესაბამისად აქ ნებისმიერი შეცდომა გამორიცხულია.
სასმელი წყლის ხარისხი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში კონტროლდება, ასევე წყალდიდობისა და სტიქიის შემთხვევაში ტარდება დამატებითი ზომები.
თბილისს წყლით უზრუნველყოფს ”ჯორჯაინ უოთერ ენდ ფაუერი”-კომაპნია, რომლის პრიორიტეტია ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგება ხარიხიანი სასმელი წყლით.
ექსპერტების აზრით სასმელი წყლის დეფიციტი ნელ-ნელა გლობალური ხდება და მალე, აქტუალური გახდება წყლის რესურსის დაზოგვასთან დაკავშირებული მექანიზმების მოძიება და განვითარება.

წყლის შესახებ:
• სასმელი წყალი მსოფლიოში XXI საუკუნის ნავთობია!
• სასმელად ვარგის წყალს დედამიწის წყლების მხოლოდ 3 % შეადგენს!
• დღეისათვის სასმელი წყლის უკმარისობას მსოფლიოში 1,5 მლრდ ადამიანი განიცდის!
• ნავთობისა და ოქროს მსგავსად, წყალი მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმ განსხვავებით რომ წყალს შემცვლელი არ გააჩნია!

Wednesday, March 10, 2010


XXI საუკუნეში ინფორმაციის მისაღებად ყველაზე პოპულარული გზა ინტერნეტია, რომლის მეშვეობით დღეს მილიონობით ადამიანი იღებს, როგორც ნიუსებს ასევე მათთვის სასურველ ნებისმიერ ინტერნეტ სერვისს სახლიდან გაუსვლელად.
ყველა ცნობილ ტელევიზიასა და პრესის საშუალებას საკუთარი ვებ გვერდი აქვს და მისი მომხმარებელი რეალურად ჩართულია მოვლენების განვითარებაში.
ინფორმაციის გავრცელების მსგავსმა ფორმამ რადიო, ტელევიზია და პრესისი საშუალებები მეორე პლანზე გადაწია.
ეს გამოიწვია საზოგადოების უდიდესი ნაწილის ჩართულობამ ინტერნეტში. სეგმენტირების მეშვეობით შესაძლებელი გახდა იმის დადგენაც თუ რა ტიპის საიტებს, რა ასაკობრივი სეგმენტი გამოიყენებს.
ზოგადად საიტების შინაარსიც უკვე მეტყველებს მისი მომხმარებლის ინტერესებზე.ინფორმაციის მიწოდების ამ ფორმამ შეასძლებელი გახადა მუდმივად იყო ინფორმირებული.
ქართულ საიტებს შორის, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შასახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად, მეტად პოპულარულ საიტს წარმოადგენს IPN-ი (www.InterPressNews.ge),რომელიც მუდმივად განახლებადია და შეიცავს ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე.საიტზე შესაძლებელია სამ ენაზე (ქართული, ინგლისური,
რუსული)გაეცნო სიახლეებს.
საიტის მეშვეობით შესაძლებელია არქივის გამოყენება,ასევე ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება. ასევე გადაერთოს სხვა, მსგავსი, შინაარსის საინფორმაციო საიტებზე.
გარდა ასეთი ტიპის საიტებისა, საქართველოში, შექმნილია გასართობი ტიპის საიტები(www.myvideo.ge, www.tvali.ge,www.avoe.ge ა.შ.),რომლებიც დიდ პოპულარულობით სარგებლობენ ინტერნეტმომხმარებლებში.

Wednesday, February 24, 2010

web 2.0


"Web 2.0" არის ახალი ტექნოლოგია ინტერნეტ სივრცეში რომელიც 2004 წელს გაჩნდა.
მის ძირითად დადებით მხარეს სწორედ ის მრავალმხრივი ფუნქციები წარმოადგენს, რომელსაც ის თავის მომხმარებელს სთავაზობს. მის მომხმარებელს რეალურად შეუძლია უფრო მეტი, ვიდრე ინტერნეტში მხოლოდ ინფორმაციის მოპოვებაა.
"Web 2.0"-ის მომხმარებელი მეტად გამოცდილია და ამ სისტემის მიმზიდველობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ რეალურად ხდება ორმხრივი კომუნიკაცია.
"Web 2.0" აერთიანებს მომხმარებლისა და სერვერების მაღალი დონის უნარებს, რომლის ნახვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
"Web 2.0"ის ყველაზე დიდ მიღწევას ბლოგები და სოციალური ქსელები წარმოადგენს .ინტერნეტ კომუნიკაციის ეს საშუალებები მეტად მოთხოვნადი და პოპულარული ფორმებია, რომელსაც საზოგადოება უკვე მასიურად იყენებს ინეტრნეტში საკუთარი მოსაზრებების გასაცვლელად.

Wednesday, February 17, 2010

ინტერნეტი

ინტერნეტი ის ფუფუნებაა, რომელიც დრომ მოიტანა და მისი საჭიროება,
რეალურად ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე გაჩნდა. ის უნივვერსტეტის ბაზაზე შეიქმნა. თავდაპირველად ინტერნეტი არ იყო ისეთი განვითარებული როგორიც დღეს არის, ხოლო ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია სულ ერთ გვერდს შეადგენდა.
ინტერნეტმა შესაძლებელი გახადა მსოფლიოს ორ სხვადასხვა ადგილას მყოფი ადამიანების უპრობლემოდ დაკავშირება ერთმანეთთან.ადამიანებს უკვე შეუძლიათ რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთონ ინტერნეტის საშუალებით. ინტერნეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა თანამედროვე ტექნოლოგიების გავითარებაში.