Wednesday, March 9, 2011

casino adjara-A touch of class






კაზინო აჭარის მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობა ზაფხულში დავიწყე და მას შემდეგ ბევრი რამე შიცვალა როგორც კაზინოში ისე ჩემ ცხოვრებაში ...
რაც თავი მახსოვს აჭარასთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ, მაგრამ შიგნით არასოდეს ვყოფილვარ . პირველი შთაბეჭდილება არასოდეს დამავიწყდება გასაუბრებაზე მოვედი და იყო რაღაც სასწაული ...ძალიან მომეწონა კაზინოც და ის ახალი ამბავიც, რომ მე მალე აქ ვიმუშავებდი.
ნელ-თბილად შემხვდნენ თუმცა ველოდი, რომ რატომღაც ყველას უცებ შევუყვარდებოდი -ეხლა უკვე ძალიან მეცინება ჩემს ემოციებზე .
დიდი დრო არ გასულა -შევიცვალე -ცოტა გავიზარდე -ბევრი რამ მოხდა .
შეცდომები,
სიახლეები.
მომავალში კიდევ უფრო მეტს ველი და რეალურად ძალიან მინდა აქ დაწყებული ყველაფერი დიდხანს გაგრძელდეს და რაც ყველაზე მთავარია კარგად განვითარდეს.
კაზინოს ცნება რატომღაც ნეგატიურად მოქმედებს ჩვეულებრივ ქართულ საზოგადოებაზე თუმცა მსოფლიოში თავისუფალი დროის გასატარებლად საუკეთესო ადგილად არის მიჩნეული.რეალურად აჭარა არის კიდეც ფუფუნებისა და გართობის პატარა კერა ქალაქში, სადაც ერთი და იგივე ადამიანები, ყოველდღიურად იგივე ადგილებში სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელითა და აქსესუარებით დადიან.