Thursday, March 18, 2010


და ასე შემდეგ...

რა მოხდა ვინ იცის ?
ყველაფერი დამთავრდაო ვერ იტყვი, რადგან არაფერიც არ ხდებოდა...
ვის აინტერესებდა შენი შესაძლებლობები?..
იდეა თავიდანვე უაზრო იყო, მაგრამ...ადრენალინი იგრდძნობოდა ...
გაჩნდა ნდობა-უნდობლობა...
ღირებულების არჩევა გახდა საჭირო...
მერე უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა და არც დაიხია...
თუმცა დაკარგა ...
მაგრამ ისედაც დაკარგავდა...
თუმცა ამ ფორმით არ გეგმავდა...
გამოცდა იქ ჩაატარა სადაც არ იყო საჭირო...
ვერ აპატია ის რაც არც იყო საპატიებელი ...
არ იცნობდა , იმიტომ რომ არ გაეცნო...
ეწყინა ბევრი რამ მაგრამ არ გაბუტულა,რადგან ურთიერთობას უფრთხილდებოდა...
რატომ ???არ იცოდა!!!
სჭირდებოდა ის ?რისთვის თორემ კიდევ გასაგები იქნებოდა...:)
ღიმილმაც აღარ გაჭრა ...
ელოდებოდა და რა მიიღო?.. არც გაახსენდა...:)
დაივიწყეს???ნუთუ შესაძლებელია??? არც კი სჯერა...:)
რას ნიშნავს ”ცოტა ხანი”? ალბათ დიდ დროს...
ვისთვის არის მნიშვნელოვანი ეს?
მხოლოდ შენთვის.

შენ ელოდები იმას...
ის ელოდება სხვას...
შენ ვინ გელოდება ?
...არავინ!!!...ყოველ შემთხვევაში ”ის” არა:)

აი პასუხი, როგორც უნდა მოიქცე.
გააგრძელე ცხოვრება მის გარეშე!...

Wednesday, March 17, 2010


დღეს საქართველოში ბლოგები საკმაოდ პოპულარულია თუმცა მათ შესახებ 5 წლის წინ იშვიათი გამონაკლისები თუ საუბრობდნენ. ინტერესი საქართველოში ძირითადად პოლიტიკურ-კულტურულ ბლოგებზე უფრო დიდია, ვიდრე შემეცნებითზე. ამდენად ნეტში იმ საკითხებზე დაპოსტვა, რომელიც აქტიურია უფრო პოპულარულია ვიდრე სხვა მივიწყებულ თემეზე.
ბლოგოსფეროში აქტიურია ის ასაკობრივი სეგმენტი, რომელიც კომპიუტერული და ინტერნეტ განვითრების პარალელურად დაიბადა და გაიზარდა. ქართული ბლოგოსფერო გნვითარების სტადიაში არის და ნელ-ნელა ახდენს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.პირველი ბლოგი 1999 წელს შეიქმნა,თუმცა მას შემდეგ განვითარდა და თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. პოპულარული გახდა ცნობილი ადამიანების ბლოგების წარმოება, რაც მათ პიარ აქტივობებს უფრო ცნობილს და ხელმისაწვდომს ხდიდა დაინტერესებული ადამიანებისათვის. შესაბამისად მსგავსი ტიპის ბლოგებს ყველაზე დიდი რაოდენობით მკითხველი ჰყავს.
ბლოგის შესახებ მე პირველად 3 წლის წინ გავიგე,თუმცა იმდენად რთულად მომეჩვენა, მეგონა ვერსაოდეს შევძლებდი მსგავსი ბლოგის გახსნას და ინტერნეტში თემების დაპოსტვას. 3 წლის წინ საქართველოში ბლოგებისა და ბლოგერების არც დიდი არჩევანი იყო და არც ამდენი პოპულარობით სარგებლობდა,როგორც დღეს. მეც ჩემი სუბიექტური აზრი მქონდა, რომ ადამინები, რომლებიც ბლოგებზე პოსტავდნენ მხოლოდ პირად თემებზე წერდნენ და ამაში საინტერესოს ვერაფერს ვხედავდი.მოგვიანებით კი მოხდა ისე რომ,როგორც სოციალურმა საიტებმა, კომუნიკაციის ამ ფორმამაც შეიძინა მომხმარებელი საქართველოში და მეც მათ შორის.
მიუხედავდ იმისა, რომ პოპულარულ სოციალურ ქსელზე, facebook.com-ზეც შესაძლებელია ბლოგის მსგავსად ფოტო და აუდიო მასალების ატვირთვა, ასევე ლინკების განთავსება ბლოგოსფეროს უფრო სხვა სპეციფიკა აქვს.ზოგადად ბლოგს დღიურის ფორმა შეიძლება ჰქონდეს ,ის უფრო დინამიურია და მუდმივად განახლებადი სიახლეების კუთხით.
ქართული ბლოგოსფეროს მომხმარებელი დღითიდღე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ამ ფორმის მსგავსი ტემპით განვითარების შემთხვევაში მალე საქართველოში ბლოგერები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადამიანები გახდებიან.

თბილისი ევროპის იმ ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სასმელი წყლის ონკანიდან დალევა ბავშვებისთვისაც ნებადართულია.ეს ნიშნავს, რომ სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ითვალისწინებს წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში კონტროლს. ლაბორატორია, სადაც თბილისის ონკანებში მომავალი წყლის ხარისხი მოწმდება, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. შესაბამისად აქ ნებისმიერი შეცდომა გამორიცხულია.
სასმელი წყლის ხარისხი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში კონტროლდება, ასევე წყალდიდობისა და სტიქიის შემთხვევაში ტარდება დამატებითი ზომები.
თბილისს წყლით უზრუნველყოფს ”ჯორჯაინ უოთერ ენდ ფაუერი”-კომაპნია, რომლის პრიორიტეტია ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგება ხარიხიანი სასმელი წყლით.
ექსპერტების აზრით სასმელი წყლის დეფიციტი ნელ-ნელა გლობალური ხდება და მალე, აქტუალური გახდება წყლის რესურსის დაზოგვასთან დაკავშირებული მექანიზმების მოძიება და განვითარება.

წყლის შესახებ:
• სასმელი წყალი მსოფლიოში XXI საუკუნის ნავთობია!
• სასმელად ვარგის წყალს დედამიწის წყლების მხოლოდ 3 % შეადგენს!
• დღეისათვის სასმელი წყლის უკმარისობას მსოფლიოში 1,5 მლრდ ადამიანი განიცდის!
• ნავთობისა და ოქროს მსგავსად, წყალი მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმ განსხვავებით რომ წყალს შემცვლელი არ გააჩნია!

Wednesday, March 10, 2010


XXI საუკუნეში ინფორმაციის მისაღებად ყველაზე პოპულარული გზა ინტერნეტია, რომლის მეშვეობით დღეს მილიონობით ადამიანი იღებს, როგორც ნიუსებს ასევე მათთვის სასურველ ნებისმიერ ინტერნეტ სერვისს სახლიდან გაუსვლელად.
ყველა ცნობილ ტელევიზიასა და პრესის საშუალებას საკუთარი ვებ გვერდი აქვს და მისი მომხმარებელი რეალურად ჩართულია მოვლენების განვითარებაში.
ინფორმაციის გავრცელების მსგავსმა ფორმამ რადიო, ტელევიზია და პრესისი საშუალებები მეორე პლანზე გადაწია.
ეს გამოიწვია საზოგადოების უდიდესი ნაწილის ჩართულობამ ინტერნეტში. სეგმენტირების მეშვეობით შესაძლებელი გახდა იმის დადგენაც თუ რა ტიპის საიტებს, რა ასაკობრივი სეგმენტი გამოიყენებს.
ზოგადად საიტების შინაარსიც უკვე მეტყველებს მისი მომხმარებლის ინტერესებზე.ინფორმაციის მიწოდების ამ ფორმამ შეასძლებელი გახადა მუდმივად იყო ინფორმირებული.
ქართულ საიტებს შორის, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შასახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად, მეტად პოპულარულ საიტს წარმოადგენს IPN-ი (www.InterPressNews.ge),რომელიც მუდმივად განახლებადია და შეიცავს ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე.საიტზე შესაძლებელია სამ ენაზე (ქართული, ინგლისური,
რუსული)გაეცნო სიახლეებს.
საიტის მეშვეობით შესაძლებელია არქივის გამოყენება,ასევე ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება. ასევე გადაერთოს სხვა, მსგავსი, შინაარსის საინფორმაციო საიტებზე.
გარდა ასეთი ტიპის საიტებისა, საქართველოში, შექმნილია გასართობი ტიპის საიტები(www.myvideo.ge, www.tvali.ge,www.avoe.ge ა.შ.),რომლებიც დიდ პოპულარულობით სარგებლობენ ინტერნეტმომხმარებლებში.