Wednesday, March 17, 2010
დღეს საქართველოში ბლოგები საკმაოდ პოპულარულია თუმცა მათ შესახებ 5 წლის წინ იშვიათი გამონაკლისები თუ საუბრობდნენ. ინტერესი საქართველოში ძირითადად პოლიტიკურ-კულტურულ ბლოგებზე უფრო დიდია, ვიდრე შემეცნებითზე. ამდენად ნეტში იმ საკითხებზე დაპოსტვა, რომელიც აქტიურია უფრო პოპულარულია ვიდრე სხვა მივიწყებულ თემეზე.
ბლოგოსფეროში აქტიურია ის ასაკობრივი სეგმენტი, რომელიც კომპიუტერული და ინტერნეტ განვითრების პარალელურად დაიბადა და გაიზარდა. ქართული ბლოგოსფერო გნვითარების სტადიაში არის და ნელ-ნელა ახდენს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.პირველი ბლოგი 1999 წელს შეიქმნა,თუმცა მას შემდეგ განვითარდა და თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. პოპულარული გახდა ცნობილი ადამიანების ბლოგების წარმოება, რაც მათ პიარ აქტივობებს უფრო ცნობილს და ხელმისაწვდომს ხდიდა დაინტერესებული ადამიანებისათვის. შესაბამისად მსგავსი ტიპის ბლოგებს ყველაზე დიდი რაოდენობით მკითხველი ჰყავს.
ბლოგის შესახებ მე პირველად 3 წლის წინ გავიგე,თუმცა იმდენად რთულად მომეჩვენა, მეგონა ვერსაოდეს შევძლებდი მსგავსი ბლოგის გახსნას და ინტერნეტში თემების დაპოსტვას. 3 წლის წინ საქართველოში ბლოგებისა და ბლოგერების არც დიდი არჩევანი იყო და არც ამდენი პოპულარობით სარგებლობდა,როგორც დღეს. მეც ჩემი სუბიექტური აზრი მქონდა, რომ ადამინები, რომლებიც ბლოგებზე პოსტავდნენ მხოლოდ პირად თემებზე წერდნენ და ამაში საინტერესოს ვერაფერს ვხედავდი.მოგვიანებით კი მოხდა ისე რომ,როგორც სოციალურმა საიტებმა, კომუნიკაციის ამ ფორმამაც შეიძინა მომხმარებელი საქართველოში და მეც მათ შორის.
მიუხედავდ იმისა, რომ პოპულარულ სოციალურ ქსელზე, facebook.com-ზეც შესაძლებელია ბლოგის მსგავსად ფოტო და აუდიო მასალების ატვირთვა, ასევე ლინკების განთავსება ბლოგოსფეროს უფრო სხვა სპეციფიკა აქვს.ზოგადად ბლოგს დღიურის ფორმა შეიძლება ჰქონდეს ,ის უფრო დინამიურია და მუდმივად განახლებადი სიახლეების კუთხით.
ქართული ბლოგოსფეროს მომხმარებელი დღითიდღე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ამ ფორმის მსგავსი ტემპით განვითარების შემთხვევაში მალე საქართველოში ბლოგერები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადამიანები გახდებიან.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ძალიან კარგი პოსტია. მისასალმებელია რომ შენს "პოსტში" ძირითადად შენს მოსაზრებებს ეყრდნობი. თუმცა ერთი ორი ლინკი რომ დაგედო ანუ კონკერტული ინფორმაციაც დაგერთო უკეთესი იქნებოდა. ანუ შენიო მოსაზრებები + კონკრეტული ინფორმაცია = იდეალურ "პოსტს" :)
ReplyDeleteკინაღამ დამავიწყდა:) უყურე შენს თავს ტელევიზორში :) მადლობა კარგი სიტყვებისათვის :)
ReplyDeleteმე სიმართლე ვთქვი მართლა ...შენი ლეციების შესახხებ წინა ჯგუფისგან ვიცოდი და ისეთი აჟიტირებულები იყვნენ ბავშვები მეც მინდოდა ძაან ამ კურსის გავლა :):):)
ReplyDelete