ადამიანებისთვსი შეუძლებელი არაფერია, ზოგიერთის ფანტაზიას უბრალოდ საზღვარი არ აქვს...
მთავარია მოინდომო, მიზნად დაისახო და ყველაფერს შეძლებ...
ბანალურად ჟღერს მაგრამ სხვანაირად არ გამოდის ხანდახან,
ოჯახი, სამეგობრო წრე, სამსახური ...ზოგადი სოციალური მდგომარეობა...
დიდი გაუგებრობა გრძნობებში, მაგრამ შორს ხარ იდეალამდე…
პრინციპში იდეალს არც ეძებ, მაგრამ აშკარად არაფერი გაკლია ჭკუიდან შეშლას...
ფრთებშესხმული...
პეპლებ-აფარფატებული.. დადიხარ თუ ამას სიარული ჰქვია საერთოდ.
უფრო ვარაუდიით გადაადგილდები და სულ ყველა ნაბიჯზე, ამოსუნთქვაზე და თვალის დახამხამებაზე შენ გრძნობ სადღაც, ვიღაც, გიზიდავს გიჟივით...
გინდა ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე გადავარდე და სულ ერთია რას იფიქრებს შენზე შენი მეზობელი ”დოდო”.
ეს ეგოიზმად ითვლება ერთის მხივ დანარჩენი საზოგადოების გადმოსახედიდან ...
სიყვარულს (თუ რაგაც მის მსგავს ) გრძნობ შენ და ამ ქვეყნად რამდენიმე ადამიანის მოსაზრება შენთან დაკაშირებით, უფრო მნიშვნეოვანი რომ არ იყოს, სიამოვნებით გადავრდებოდი კიდეც თავით ამ გრძნობის აურ-ზაურში...
მაგრამ არ ვარდები თავი ჯერ ისევ კარგად გიჭირავს ყველაფერი წინ გაქვს და ამ მოსაზრებას იზიარებ
მოთმინებითი- მორჩილებითი -მონობით ...
ნუთუ ესაც ეგოიზმია?
რავიცი რავიცი რავიცი...
რუტინა ისედაც აგერია... ამის შემდეგ ”დალაგებული” ძალიან იშვიათად იქნები... იმიტომ რომ ის შენთან ერთად არის აწი სუუულ იქნება ალბათ (?)
უბრალოდ სასაცილოა რამდენს განვიცდით და სიტყვას არ ვამბობთ ბოლო ხმაზე ვყვირით მაგრამ არავის ესმის.
რეალურად
შეიძლება არ ვარ ყველაზე ლამაზი ჭკვიანი და ძლიერი მაგრამ მე ის ვარ ვინც ვარ და არ ვცდილობ ვიყო რაღაც სხვანაირი ან მითუმეტეს ”ვინმესნაირი”
ადამიანებს არ ეშინიათ თქვან სიტყვები ”მე შენ მიყვარხარ ”-მათ ეშინია იმის, რასაც პასუხად მოისმენენ მაგრამ მე რაღაც სხვანაირად დამემართა...
და ბოლოს..
თქვენ იცით ჩემი სახელი, მაგრამ არ იცით ჩემი ისტორია. იცით რა გავაკეთე, მაგრამ არ იცით თუ რა გამოვიარე. ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ განმსჯით.