Friday, April 20, 2012




ჩვეულებრივი დღეებია... არაფერი განსაკუთრებული...
კარგი და  ცუდი ამბები ერთმანეთს ენაცვლება და შენ ცხოვრების სურვილს არ კარგავ...  რაღაცის იმედი გაქვს და ისევ გახარებს წვრილმანები... კარგად გახსოვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება...
იმედი კი ნამდვილად არ უნდა დაკარგო, მაგრამ რთულია რაღაც ძალიან ძვირფასის, უკვე კარგად შეჩვეული და გააზრებულის დაკარგვა...
 ერთი შეხედვით ყველაფერი უმარტივესია, ამას დედამიწაზე მცხოვრები ქალების უმრავლესობა აკეთებს და ფიქრობ, რომ შენც არ უნდა გაგიჭირდეს  და არც გაგიჭირდება, ხომ გახსოვს -ყველაფერი კარგად იქნებაო ამბობენ...უბრალოდ ცოტა უნდა მოიცადო...
 თავიდან  გრჩება განცდები და ვერფერს უხერხებ იმედს, რომელიც გქონდა.
უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო ან შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო ამას ჩვენს არ ვწყვეტთ, მაგრამ ვისაც ეს შეუძლია მან ალბათ უკეთესად იცის ამ სამყაროში ყველაფერი  როგორ უნდა იყოს ...

No comments:

Post a Comment