Monday, April 2, 2012
ადამიანებისთვსი შეუძლებელი არაფერია, ზოგიერთის ფანტაზიას უბრალოდ საზღვარი არ აქვს...
მთავარია მოინდომო, მიზნად დაისახო და ყველაფერს შეძლებ...
ბანალურად ჟღერს მაგრამ სხვანაირად არ გამოდის ხანდახან,
ოჯახი, სამეგობრო წრე, სამსახური ...ზოგადი სოციალური მდგომარეობა...
დიდი გაუგებრობა გრძნობებში, მაგრამ შორს ხარ იდეალამდე…
პრინციპში იდეალს არც ეძებ, მაგრამ აშკარად არაფერი გაკლია ჭკუიდან შეშლას...
ფრთებშესხმული... პეპლებ-აფარფატებული.. დადიხარ თუ ამას სიარული ჰქვია საერთოდ.
უფრო ვარაუდიით გადაადგილდები და სულ ყველა ნაბიჯზე, ამოსუნთქვაზე და თვალის დახამხამებაზე შენ გრძნობ სადღაც, ვიღაც, გიზიდავს გიჟივით...
გინდა ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე გადავარდე და სულ ერთია რას იფიქრებს შენზე შენი მეზობელი ”დოდო”.
ეს ეგოიზმად ითვლება ერთის მხივ დანარჩენი საზოგადოების გადმოსახედიდან ...
სიყვარულს (თუ რაგაც მის მსგავს ) გრძნობ შენ და ამ ქვეყნად რამდენიმე ადამიანის მოსაზრება შენთან დაკაშირებით, უფრო მნიშვნეოვანი რომ არ იყოს, სიამოვნებით გადავრდებოდი კიდეც თავით ამ გრძნობის აურ-ზაურში...
მაგრამ არ ვარდები თავი ჯერ ისევ კარგად გიჭირავს ყველაფერი წინ გაქვს და ამ მოსაზრებას იზიარებ
მოთმინებითი- მორჩილებითი -მონობით ...
ნუთუ ესაც ეგოიზმია?
რავიცი რავიცი რავიცი...
რუტინა ისედაც აგერია... ამის შემდეგ ”დალაგებული” ძალიან იშვიათად იქნები... იმიტომ რომ ის შენთან ერთად არის აწი სუუულ იქნება ალბათ (?)
უბრალოდ სასაცილოა რამდენს განვიცდით და სიტყვას არ ვამბობთ ბოლო ხმაზე ვყვირით მაგრამ არავის ესმის.
რეალურად
შეიძლება არ ვარ ყველაზე ლამაზი ჭკვიანი და ძლიერი მაგრამ მე ის ვარ ვინც ვარ და არ ვცდილობ ვიყო რაღაც სხვანაირი ან მითუმეტეს ”ვინმესნაირი”
ადამიანებს არ ეშინიათ თქვან სიტყვები ”მე შენ მიყვარხარ ”-მათ ეშინია იმის, რასაც პასუხად მოისმენენ მაგრამ მე რაღაც სხვანაირად დამემართა...
და ბოლოს..
თქვენ იცით ჩემი სახელი, მაგრამ არ იცით ჩემი ისტორია. იცით რა გავაკეთე, მაგრამ არ იცით თუ რა გამოვიარე. ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ განმსჯით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
იცი ნათია მე შენ არ გიცნობ მაგარამ მას შემდეგ რაც ეს წავიკითხე რაღაც მოსაზრება გამიჩნდა.ადამიანი ცხოვრობს იმისთვის რომ იყოს ბედნიერი და არა იმისთვის რომ ის სხვას ეგონოს ბედნიერი. დედამიწაზე ყოველთვის იარსებებს იმ ადმიანების კატეგორია რომელიც შენ გაგაკრიტიკებს და რომელიც მხარს დაგიჭერს.შენით ვინმე ყოველთვის იქნება უკმაყოფილო, მაგრამ მთავარია ის იყოს კმაყოფილი ვისთვისაც ამ ყველაფერს აკეთებ. ადმიანები იზრდებიან და დგება დრო როდესაც მათ უნდა აირჩიონ საკუთარი გზა,საკუთარი მომავალი . ხშირად ეს ყოველივე ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს არ მოწონთ მაგრამ ადრე თუ გვიან როდესაც ისინი დაინახავენ ისეთ ღიმილს შენ სახეზე როგორიც ჯერ არასდროს უნახავთ მაშინ ისინი მიხვდებიან რომ შეცდომა დაუშვეს,მიხვდებიან რა არის,ვინ არის შენთვის ბედნიერება. ბედნიერება რომელსაც ჩვენ ყველა ესე ვეძებთ რაც არ უნდა რთული სათქმელი იყოს არ არის ჩვენი ოჯახი. ეს არის იმის მხოლოდ დაწილი რაც სინამდვილეში გველის. ცხოვრებაში ეგოისტი უნდა იყო,თორემ სხვა შემთხვევაში იმ ბედნიერების გემოს სულ ვერ გაიგებ რაც გელის.დიდი იმედი მაქვს ჩემი აზრით არ გაგაბრაზე . გისურვებ შენი ბედნიერებისთბის ყველაფრის გაკეთებას. ჯობია ინანო "რატომ გავაკეთ" ვიდრე "ნეტა გამეკეთბინა".
ReplyDeleteძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის...დღეს ეს საკითხები ჩემთვის ”მოდნიცაა თემებად ” არის წოდებული და საკმაოდ აქტუალურია ვითომ თანამედროვე საზოგადოება როგორ არღვევს ძველად დამყარებულ სტერეოტიპებს თუ რაღაც...რამდენად გამოსდის ეს ყველაფერი ეს ცალკე თემაა...
ReplyDeleteრაღაც დონეზე ფურცელზე, ბლოგზე, საიტზე,სოციალურ ქსელში ადვილია საუბრები, მაგრამ ყველაფერი ცხოვრებაში უფრო რთულად არის...
ეგოიზმიიი, ოოხ ეს ხანდახან ისეთი კარგიი რამეაა... მეც კი მიჭირს თავის დაღწევა.
როგორც წესი ჩვენ ასაკში კარგად გამოგვდის ესეთი რაღაცეები...
შენი კომენტარით უფრო გაკვირვებული დავრჩი ვიდრე გაბრაზებული
კიდევ ერთხელ მადლობა ...